თუთა

TUTA

კონფიდენციალურობა

შენი პირადი ინფორმაცია დაცულია. აქ მოკლედ აღწერილია, როგორ მუშაობს თუთას ამჟამინდელი ვერსია.

ანგარიში და ჯანმრთელობის მონაცემები

ანგარიშის, პერიოდისა და დღიურის მონაცემები დაცულ ბაზაში ინახება. წვდომა შეზღუდულია შენი ანგარიშით. ჩანაწერები აპსა და ვებსაიტს შორის სინქრონდება და საზოგადოების პოსტებში ავტომატურად არ ჩანს.

რას ხედავენ სხვები

მთავარ გვერდზე პოსტებსა და კომენტარებს მხოლოდ შესული მომხმარებლები ხედავენ. ანონიმური პოსტის ავტორის სახელი სხვებს არ ეჩვენებათ. თუ ფოტოს დაამატებ, ის Cloudinary-ზე აიტვირთება. გამოაქვეყნე მხოლოდ ის, რისი გაზიარებაც გსურს.

შენი კონტროლი

საკუთარი პოსტის შეცვლა ან წაშლა შეგიძლია. მობილურ აპში შესაძლებელია ჯანმრთელობის ჩანაწერების ექსპორტი ან წაშლა. ძველი ჩანაწერები მოწყობილობიდან მხოლოდ ანგარიშში წარმატებით გადატანის შემდეგ წაიშლება.