თუთა

TUTA

წესები და პირობები

ეს წესები აღწერს თუთას ამჟამად ხელმისაწვდომ ფუნქციებს.

რას აკეთებს თუთა

თუთა გაძლევს პერიოდის სავარაუდო პროგნოზს, კალენდარს, დღიურს და მომხმარებელთა მთავარ გვერდს. პროგნოზი შეფასებაა და არა დიაგნოზი ან კონტრაცეფციის მეთოდი.

საზოგადოების წესები

პოსტი მაქსიმუმ 200 სიტყვას და ერთ ფოტოს შეიძლება შეიცავდეს. არ გამოაქვეყნო სხვისი პირადი მონაცემები, შეურაცხმყოფელი ტექსტი ან სპამი. შეგიძლია შეცვალო ან წაშალო საკუთარი პოსტი და დაარეპორტო დარღვევა.

ანგარიში და ფასიანი სერვისები

პოსტების სანახავად და პირადი ჩანაწერების სინქრონიზაციისთვის ანგარიში საჭიროა. ექიმთან ჩატი, ვიზიტის დაჯავშნა და გამოწერა ჯერ არ მუშაობს; ამ ვერსიაში მათ საფასურს არ ჩამოგაჭრით.